დაცულ ტერიტორიებზე რეკორდული რაოდენობის ვიზიტორი დაფიქსირდა
By

დაცულ ტერიტორიებზე რეკორდული რაოდენობის ვიზიტორი დაფიქსირდა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის 11 თვის განმავლობაში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე რეკორდული – 1 214 653 ვიზიტორი დაფიქსირდა. მათი რაოდენობა გასულ წელთან შედარებით, 12%-ით არის გაზრდილი.

ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, სათაფლიას, მტირალას ეროვნულ პარკსა და წალკის კანიონს.

ასევე, გაზრდილია უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბუნებრივი პოტენციალის მზარდ ინტერესს საერთაშორისო მასშტაბით.
დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს მუშაობას დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორებისთვის მრავალფეროვანი შთაბეჭდილებების შექმნის მიმართულებით. სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე, წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები, ხოლო უახლოეს პერიოდში დაგეგმილია თბილისის ეროვნული პარკის ეკოტურისტული სივრცის გახსნა.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *