By
„დებატების გაძლიერება მნიშვნელოვანია საზოგადოების კითხვებზე პასუხის გასაცემად“
საზოგადოებრივი სივრციდან გამქრალი დებატები, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, სატელევიზიო ეთერში დაბრუნდა – პირველი საჯარო დებატი „რუსთავი 2“ ეთერში უკვე შედგა, შემდეგი გადაცემა ფასებს დაეთმობა. დებატებში პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი ოპონენტების კითხვებს უპასუხებენ. დებატები „რუსთავი-2“-ის ეთერში ყოველ ორშაბათს, 22:00 საათზე, გაიმართება. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი მიიჩნევს, რომ:
“მნიშვნელოვანია ასეთი დებატების გაძლიერება, რადგან საზოგადოებაში არსებობს კითხვები, რაზეც მათ პასუხის მოსმენა სურთ. ვფიქრობ, რომ უნდა გაგრძელდეს ასეთი მიდგომა“ – აცხადებს ეკა სეფაშვილი.