დეკემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი  შენარჩუნდება
By

დეკემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი  შენარჩუნდება

 

 

გარემოს ეროვნული სააგენტო 29-30 ნოემბერს და პირველ დეკემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში პირველ დეკემბრამდე შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო პირველი დეკემბრიდან ზოგან გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო პირველ დეკემბერს მოიღრუბლება, გაწვიმდება და აგრილდება. ჰაერის ტემპერატურა პირველ დეკემბერს დღისით +14, +16 გრადუსამდე დაიკლებს.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 28, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *