დენის სალუქვაძე „აწარმოე საქართველოში“ დირექტორ მიხეილ ხიდურელს შეხვდა
By

დენის სალუქვაძე „აწარმოე საქართველოში“ დირექტორ მიხეილ ხიდურელს შეხვდა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორ მიხეილ ხიდურელს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრის ფარგლებში, მიხეილ ხიდურელმა მინისტრს გააცნო სააგენტოს პროგრამები და მასში მონაწილეობის პირობები. ასევე, სააგენტოს მხრიდან ბიზნესის მხარდაჭერის მექანიზმები და მათი გამოყენების შესაძლებლობები.
„მინისტრმა დენის სალუქვაძემ, ხაზი გაუსვა აჭარაში სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აგრარული მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები მნიშვნელოვან  წვლილს შეიტანს ადგილობრივი აგრარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობაში. შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამების განხორციელების დეპარტამენტის უფროსი ჯამბულ აბულაძე და პოლიტიკის დაგეგმვისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი კარლო კეკელიძე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • No Comments
  • აგვისტო 13, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *