დენის სალუქვაძე ჰოლანდიური ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა
By

დენის სალუქვაძე ჰოლანდიური ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე ჰოლანდიური ორგანიზაციის „ბათუმი მტაცებელი ფრინველები“ (BRC) წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს რეგიონის ეკოლოგიური და ტურისტული შესაძლებლობები, არსებული გამოწვევი და მათი გადაჭრის გზები.

,,აჭარა მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზეა, შედეგად რეგიონი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. რეგიონში მოწყობილია არაერთი დაკვირვების წერტილი, საიდანაც შესაძლებელია მტაცებელი ფრინველების აღნუსხვა და სამეცნიერო დაკვირვების წარმოება.

შეხვედრას, ასევე, მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე და მინისტრის თანაშემწე გიორგი ფანცხავა ესწრებოდნენ“, – ნათქვამია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • No Comments
  • ოქტომბერი 10, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *