დენ დრისკოლი: შემდგომი ლოდინი ნიშნავს, რომ კიდევ უფრო სუსტ პოზიციაში აღმოჩნდებით
By

დენ დრისკოლი: შემდგომი ლოდინი ნიშნავს, რომ კიდევ უფრო სუსტ პოზიციაში აღმოჩნდებით

აშშ-ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა გასულ კვირას კიევში ვიზიტის დროს, ფრონტზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, პესიმისტური პროგნოზი გააკეთა და დაჟინებით მოითხოვა ამერიკული სამშვიდობო გეგმის თავდაპირველი ვერსიის მიღება. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დრისკოლმა თავის უკრაინელ კოლეგებს უთხრა, რომ მათი ჯარები ბრძოლის ველზე მძიმე სიტუაციის წინაშე დგანან და რუსეთის ძალებთან გარდაუვალი მარცხი ელოდებათ.

მისი თქმით, რუსები ზრდიან საჰაერო დარტყმების ტემპს, ფაქტობრივად, აქვთ შეუზღუდავი რესურსები და შეუძლიათ გაჭიანურებული ომის წარმოება ტემპის დაკარგვის გარეშე. მან ხაზგასმით აღნიშნა – „შემდგომი ლოდინი ნიშნავს, რომ კიდევ უფრო სუსტ პოზიციაში აღმოჩნდებით“.

ამერიკულმა დელეგაციამ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის თავდაცვითი კომპლექსი ვეღარ უზრუნველყოფს უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებებისა და საბრძოლო მასალების საჭირო მოცულობით.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, სამშვიდობო გეგმის წარდგენის შემდეგ, დრისკოლის გზავნილი პირდაპირი იყო: „თქვენ აგებთ, და თქვენ უნდა მიიღოთ შეთანხმება“. თუმცა, უკრაინულმა მხარემ თქვა უარი დოკუმენტის თავდაპირველი ვერსიის ხელმოწერაზე, რომელიც კიევში კრემლის წინაშე ფაქტობრივ კაპიტულაციად შეაფასეს.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 26, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *