დონალდ ტრამპი: აშშ-ში მყოფი უკრაინის მოქალაქეები ომის დასრულებამდე აქ დარჩენას შეძლებენ
By

დონალდ ტრამპი: აშშ-ში მყოფი უკრაინის მოქალაქეები ომის დასრულებამდე აქ დარჩენას შეძლებენ

აშშ-ში მყოფი უკრაინის მოქალაქეები ომის დასრულებამდე აქ დარჩენას შეძლებენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, შეძლებენ თუ არა ის უკრაინელები აშშ-ში დარჩენას, რომლებმაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო ქვეყანა დატოვეს,  დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „დიახ“.

„დიახ. ვფიქრობ, რომ ამას გავაკეთებთ. უკრაინიდან ბევრი ადამიანი გვყავს და მათთან ერთად ვმუშაობთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მარტში ცნობები ვრცელდებოდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ში მყოფი 240 000 უკრაინელისთვის დროებითი ლეგალური სტატუსის გაუქმებას გეგმავდა.

 

  • No Comments
  • ივლისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *