By
დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მასთან შეხვედრისას განუცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელება სურს.
დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეხვედრამ კარგად ჩაიარა.
„არანაირი საბოლოო შეთანხმება არ მომხდარა, მაგრამ მე დაჟინებით მოვითხოვე, ირანთან მოლაპარაკებები გაგრძელდეს, რათა ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა“, – დაწერა ტრამპმა.
ტრამპის ცნობით, ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევა საუკეთესო ვარიანტი იქნება.
„თუ ეს შეუძლებელი იქნება, მაშინ ვნახოთ, რა შედეგი მოჰყვება ამას. იმედია, ირანი გონივრულად მოიქცევა“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.