დონალდ ტრამპი: ეს იქნება ისტორიული დღე სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, აშშ-სთვის და მსოფლიოსთვის
By

დონალდ ტრამპი: ეს იქნება ისტორიული დღე სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, აშშ-სთვის და მსოფლიოსთვის

„მოუთმენლად ველი შესაძლებლობას, რათა ხვალ თეთრ სახლში ისტორიულ მშვიდობის სამიტზე აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ვუმასპინძლო“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა. თეთრი სახლის ლიდერის განმარტებით, ვაშინგტონში ორი ქვეყნის ლიდერი „მშვიდობას მოაწერს ხელს“, ხოლო შემდეგ თითოეული ქვეყანა აშშ-თან ორმხრივ შეთანხმებას გააფორმებს სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური შესაძლებლობების საერთო განვითარებისთვის.
„ეს ორი ქვეყანა მრავალი წლის განმავლობაში ომობდა, რამაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ბევრი ლიდერი ცდილობდა ომის დასრულებას, მაგრამ უშედეგოდ – მოცემულ მომენტამდე, „ტრამპის“ წყალობით.
მე, ძალიან ვამაყობ ამ მამაცი ლიდერებით, იმით, რომ ისინი სომხეთისა და აზერბაიჯანის დიდებული ხალხებისთვის სწორ არჩევანს აკეთებენ. ეს იქნება ისტორიული დღე სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, აშშ-სთვის და მსოფლიოსთვის“, – აღნიშნა ტრამპმა.

  • No Comments
  • აგვისტო 8, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *