
დონალდ ტრამპი: ვლადიმერ პუტინს ერთი დღე აქვს დარჩენილი, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. . .
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ერთი დღე აქვს დარჩენილი, რათა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
ტრამპის მიერ უკრაინაში ომის დასასრულებლად პუტინისთვის მიცემული 10-დღიანი ვადა დღეს იწურება. თუ რუსეთი უკრაინაში ომს არ შეწყვეტს, აშშ მას მეორად სანქციებს დაუწესებს.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, საჭიროა თუ არა, რუსეთის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს, ვიდრე დონალდ ტრამპს შეხვდება, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მსგავსი შეხვედრის საჭიროება არ არსებობს.
„მას ერთი დღე აქვს დარჩენილი. ვნახავთ, რას იტყვის. ეს მასზე იქნება დამოკიდებული. ძალიან იმედგაცრუებული ვარ… მათ სურთ ჩემთან შეხვედრა და მე ყველაფერს გავაკეთებ მასობრივი მკვლელობების შესაჩერებლად. წინა თვეში 14 000 ადამიანი დაიღუპა. კვირაში 4000-5000 ადამიანი. არ მიყვარს დიდხანს ლოდინი. ეს სირცხვილია. ესენი ძირითადად ჯარისკაცები არიან – უკრაინელი და რუსი ჯარისკაცები, ასევე, მშვიდობიანი მოსახლეობა. რაკეტებს ისვრიან და ღამღამობით 35-40 ადამიანი იღუპება, რაც საშინელებაა“, – განაცხადა ტრამპმა.