
By
დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, რუსეთ-უკრაინის ომსაც დავასრულებთ
– ვფიქრობ, რუსეთ-უკრაინის ომსაც დავასრულებთ, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზის სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
დონალდ ტრამპის განცხადებით, „შვიდი ომი დაასრულა და მერვეს დასრულებასთანაც ახლოს არის“.
„ვფიქრობ, საბოლოოდ, რუსეთთან დაკავშირებულ სიტუაციასაც მოვაგვარებთ, რომელიც საშინელებაა. გასულ კვირას რუსეთსა და უკრაინას შორის ომში 7000 ადამიანი დაიღუპა. ვფიქრობ, ამას დავასრულებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ასევე, მისი თქმით, „ისტორიაში ამდენი კონფლიქტი არავის დაუსრულებია“.