დონალდ ტრამპი: უკრაინას შეტევაზე გადასვლა სურს
By

დონალდ ტრამპი: უკრაინას შეტევაზე გადასვლა სურს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინას შეტევაზე გადასვლა სურს.

მისი ცნობით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ომის შესახებ ისაუბრებს.

„მათ შეტევაზე გადასვლა სურთ. ამის შესახებ გადაწყვეტილებას მივიღებ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა პარასკევს, 17 ოქტომბერს, თეთრ სახლში შედგება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის მთავარი თემა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის რაკეტების გადაცემა იქნება.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 16, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *