By
დონალდ ტრამპი – უკრაინაში მიმდინარე ომში არ უნდა ჩავრეულიყავით
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ უკრაინაში მიმდინარე ომში არ უნდა ჩარეულიყო.
„უკრაინაში არ უნდა ჩავრეულიყავით. უკრაინა ოკეანის მიღმა ათასობით მილის მოშორებით მდებარეობს. ჩვენ მათ დავეხმარეთ. სულელი პრეზიდენტი გვყავდა, რომელმაც მათ 350 მილიარდი დოლარი გადასცა, სანაცვლოდ კი არაფერი მიიღო“, – განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას ისეთი საბრძოლო მასალა გადასცა, რაც ახლა აშშ-ს სჭირდება.
„ჩვენ ახლა საბრძოლო მასალას ვამზადებთ, რომელიც გვჭირდება, რადგან მან ბევრი რამ უკრაინას მისცა. ახლა კი ისინი საბრძოლო მასალას ყიდულობენ, რომელსაც მე ვყიდი. ამისთვის თანხას ევროკავშირი იხდის “, – აღნიშნა ტრამპმა.