
By
დონლად ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა დაადასტურა, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს. უშაკოვის თქმით, საუბარი 40 წუთს გაგრძელდა.
„აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
უშაკოვის თქმით, პუტინმა და ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ განაცხადეს.