დრამატული თეატრი – ტრაპიზონის შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალზე
By

დრამატული თეატრი – ტრაპიზონის შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ტრაპიზონის შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალში პირველად მიიღებს მონაწილეობას სპექტაკლით „დარისპანის გასაჭირი“.

შემოქმედებითი დასი, სპექტაკლის ახალ სასცენო ვერსიას, საერთაშორისო ფესტივალზე 13 და 14 მაისს წარადგენს.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფესტივალზე ბათუმის დრამატული თეატრის მონაწილეობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული თეატრის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე.

ფესტივალი, რომელიც 2000 წლიდან იმართება, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის კულტურული დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებასა და შემოქმედებითი სფეროს განვითარებას ისახავს მიზნად.

  • No Comments
  • აპრილი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *