By
დრონებით თავდასხმა
რუსეთის სამარის ოლქში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსული „ტელეგრამ“ არხის Astra-ს ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის სამიზნე ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ქალაქ ნოვოკუიბიშევსკში აფეთქებების ხმა ისმოდა.
ასევე, „როსავიაციამ“ განაცხადა, რომ სამარის აეროპორტი დროებით დაიხურა.