By
დრონებით თავდასხმის შესახებ ორი ადამიანი დაიღუპა
როსტოვის პორტში დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია როსტოვის ოლქის გუბერნატორ იური სლიუსარზე დაყრდნობით ავრცელებს.
იური სლიუსარის ცნობით, დრონებით თავდასხმა როსტოვზე, ბატაისკსა და ტაგანროგზე განხორციელდა.
„როსტოვის პორტში თავდასხმის დროს სატვირთო გემზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა და სამი დაშავდა“, – განაცხადა გუბერნატორმა.
ასევე, სლიუსარის ინფორმაციით, ქალაქ ბატაისკში დრონებით თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა.