დუმის დეპუტატმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, უფრო მკაცრად იმოქმედონ რუსი სპორტსმენების მიმართ განხორციელებულ პროვოკაციაზე
By

დუმის დეპუტატმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, უფრო მკაცრად იმოქმედონ რუსი სპორტსმენების მიმართ განხორციელებულ პროვოკაციაზე

თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსი სამხედრო სპორტსმენების მონაწილეობის გამო გამართულ საპროტესტო აქციას რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი და ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი სვიშჩევიჩი გამოეხმაურა.

დეპუტატის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ და ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ მკაცრად უნდა უპასუხონ რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციას.

„რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების უფლებები შელახეს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მკაცრი რეაგირება მოახდინოს ასეთ უპრეცედენტო პროვოკაციაზე არა მხოლოდ რუსი სპორტსმენების, არამედ მთელი სპორტული საზოგადოების, მათ შორის, საერთაშორისო ფარიკაობის ფედერაციის მიმართ. თუ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა იღებს ვალდებულებებს ვიზების უზრუნველყოფის, უსაფრთხოების, მათ შორის, ჩვენი სპორტსმენების მიმართ, მაშინ მათ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მომხდარზე. ეს იყო კარგად დაგეგმილი აქცია და პროვოკაცია, არ ვიცით ვინ შეუკვეთა, თუმცა წავიკითხე, რომ უკრაინელი სპორტსმენები პროტესტს, პროვოკაციას ამზადებდნენ. როგორც ჩანს, ეს არის ის, რაც მოხდა“, – განაცხადა დიმიტრი სვიშჩევიჩმა.

ცნობისთვის, „17 რუსი სამხედრო ანწუხელიძის ქვეყანაში“ – ამ ლოზუნგით ახალ სპორტის სასახლესთან გუშინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი საქართველოში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე 25 რუსი სპორტსმენის მონაწილეობას აპროტესტებენ, რომელთაგან, მათივე ინფორმაციით, 17 სამხედროა.

 

  • No Comments
  • ივლისი 28, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *