By
დღეს ბრიუსელში შეხვედრა გაიმართება
ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას განიხილავენ და ვიდეოკონფერენციის საშუალებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას მოუსმენენ.
ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრები გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ ვოლკერ თურქთან ადამიანის უფლებების შესახებ მოსაზრებებს დააფიქსირებენ. ასევე, მინისტრები, ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებსაც განიხილავენ.
შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.