
დღეს ჰელსინკის კომისიაში, საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება
„პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“- ამ თემაზე ჰელსინკის კომისია დღეს საქართველოს შესახებ მოსმენას გამართავს
„საქართველო ერთ დროს აშშ-ის მთავარი პარტნიორი და კავკასიაში თავისუფლების შუქურა იყო. დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს და ჩინეთთან და აშშ-ის სხვა მეტოქეებთან ურთიერთობებს აღრმავებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ინსტიტუტები დაასუსტა და ძირი გამოუთხარა საქართველოს სუვერენიტეტს ჩინური ინვესტიციების მოზიდვით, ამავდროულად, აშშ-ის კომპანიებისთვის შუა დერეფნის ვაჭრობასა და ცენტრალური აზიის იშვიათ მინერალებზე წვდომის დაბლოკვით. მათ დაიჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლები, გამოიყენეს ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და უარი თქვეს ძალაუფლების დათმობაზე არჩევნების შემდეგ, რომელიც არალეგიტიმურად ფართოდ იქნა აღიარებული. ეს რეგიონში აშშ-ის ინტერესებს დაუყოვნებელ და სერიოზულ საფრთხეს უქმნის“, – ნათქვამია აშშ-ს ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე კომისიაზე მოწმეები განიხილავენ აშშ-ის პოლიტიკურ ვარიანტებს, მათ შორის, ორპარტიული „MEGOBARI აქტის“ მიღებას, ქართველი ხალხის დასახმარებლად, რომელიც დამოუკიდებლობისა და აშშ-თან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს“.
შეხვედრაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს თინათინ ხიდაშელს და ჰადსონის ინსტიტუტის უფროს მკვლევარს ლუკ კოფის მოუსმენენ.
მოსმენა დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.