
By
ებოლას ვირუსით 30-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსით 30-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების სულ 48 შემთხვევა დაფიქსირდა.
„ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ებოლას აფეთქება გამოაცხადა. ჯერ 48 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა და 31 ადამიანი გარდაიცვალა“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ. როგორც „როიტერი“ წერს, ქვეყნის ხშირ ტროპიკულ ტყეებში ძლიერი სიცხე და მწერები კონგოში ებოლას ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კონგოს კასაის პროვინციაში ებოლას ვირუსით ინფიცირებული პირების ვაქცინაცია დაიწყო.