ედიშერ გვენეტაძე: „ვინც ხმალს აღმართავს, იმ ხმლითვე დაიღუპება“
By

ედიშერ გვენეტაძე: „ვინც ხმალს აღმართავს, იმ ხმლითვე დაიღუპება“

„როგორც მაშინ, ისე დღეს, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ილია ჭავჭავაძის მკვლელობასა და ჩარლზ კირკის სიცოცხლის შეწყვეტას აღფრთოვანებით ხვდებიან. ისტორია გვიჩვენებს, რომ ყოველთვის არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც „მწერლობას, პოეტობას, ჟურნალისტობას, მსახიობობას, პედაგოგობას, მხატვრობას იბრალებდნენ“ და მზად იყვნენ, პარტიის სახელით, ყველაზე საშინელი დანაშაულიც კი ჩაედინათ“, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ლიბერალური ფაშიზმით დაბრმავებული პირები ვერ აცნობიერებენ, რომ მათი პოლიტიკური და იდეოლოგიური ძალაუფლების განადგურების პროცესი შეუჩერებლად მიმდინარეობს, რისი თვალსაჩინო მაგალითიც იყო ევროპარლამენტში მომხდარი შემთხვევა, როდესაც პროგრესული იდეებით სავსე ახალგაზრდა ადამიანის ხსოვნას პატივი არ მიაგეს და ლიბერალ-ფაშისტურმა ელიტამ უტიფარი ხმაურით საკუთარი სულიერი დაცემა გამოხატა:

„საუკუნის წინაც ზუსტად ასეთივე პროცესები მიმდინარეობდა მსოფლიოში, როგორიც დღეს. ზუსტად ისეთივე ძალები, რომლებმაც მოკლეს ჩარლი კირკი, ზუსტად ასე ზეიმობდნენ ილია ჭავჭავაძის მკვლელობას და ამისათვის ითხოვდნენ მედლებს და პენსიების დანიშვნას. ზუსტად ასე, როგორც დღეს, ფბ სივრცეებში ლიბერალ-ფაშისტები გამოხატავენ კირკის მკვლელობის გამო აღტაცებას. ზუსტად ასე იწერებოდა მაშინდელ გაზეთებში აღფრთოვანებული წერილები დიდი მამულიშვილის სიკვდილის გამო.

ზუსტად ასე, როგორც დღეს, რუსთაველზე დაწანწალებენ შეპყრობილები, ასევე დაძრწოდნენ მაშინაც ლუმენპროლეტარები ქუჩებში, ორღობეებში. ბუღაძესავით, ამაღლობელივით, რატიანივით, კოტიკა ყუბანეიშვილივით, დოიაშვილივით, ფარულავასავით, მელობიე ნანულასავით. . . იბრალებდნენ მწერლობას, პოეტობას, რეჟისორობას, მსახიობობას, ჟურნალისტობას, პედაგოგობას, მხატვრობას. . . და ხმამაღლა ყვიროდნენ, როგორც ესენი: „მე მოვკლავ დედას, დავახრჩობ მამას თუ პარტია მიბრძანებს ამას“.

ზუსტად ასე, როგორც დღეს, უძღვნიან ჰიმნებს და ოდებს კირკის მკვლელებს, ასევე ლექსებს უწერდნენ იმ მანქანებს, რომლებსაც დასახვრეტად განწირული სიკვდილმისჯილი ადამიანები გადაჰყავდა დასახვრეტად. უბედურება ის არის, რომ ამ ლიბერალური ფაშიზმით გამოთაყვანებული სულიერი არსებები დღეს ვერ გრძნობენ იმას, რომ მათი პოლიტიკურ-იდეოლოგიური მიწისაგან პირისა აღგვის პროცესი პერმანენტულად მიმდინარეობს და ისტორიული კანონზომიერებით დასასრულისაკენ მიემართება. ამის დასტურია ის საშინელება, რომელიც ევროპარლამენტში მოხდა, როდესაც ახალგაზრდა პროგრესული იდეებით აღსავსე ადამიანის ხსოვნას ფეხზე არ წამოუდგა ახლანდელი ევროპული, საბოლოოდ გადაგვარებული, გახრწნილი ლიბერალურ-ფაშისტური პოლიტელიტა და პირიქით, საპირისპიროდ, ერთი ვაი-უშველებელი, ფეხების ბაკუნი, ხელების ბრახუნი და უბედურების მომლოდინე ავისმომასწავებელი გნიასი გამართა.

იცოდეთ, ამ ქმედებით საბოლოოდ ჩაიფარცხა და ჩაირეცხა ისტორიის კანალიზაციაში ის მსოფლიო ლიბერალურ-ფაშისტური ელიტა, რომელიც სამყაროში არაადამიანურობის, ანტისაკაცობრიობოს, ანტიჰუმანურობის დაკანონებას ცდილობდა.

რამდენად სწრაფად დასრულდება ეს ისტორიულ-პოლიტიკური პროცესი, ეს მხოლოდ და მხოლოდ დროისა და ტექნიკის საქმეა.

ამიტომაც ჭეშმარიტად ჭეშმარიტებას ამბობს სახარება: „ვინც ხმალს აღმართავს, იმ ხმლითვე დაიღუპება“, – წერს ექსპერტი.

  • No Comments
  • სექტემბერი 16, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *