ევროკავშირმა ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა
By

ევროკავშირმა ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა

ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა. ამის შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ ო’სალივანმა წერილით აცნობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს.
როგორც წერილშია აღნიშნული, ტერმინალის სანქცირებულთა სიაში შეყვანა თავდაპირველად განიხილებოდა რუსული ნავთობის ტრანსპორტირებასთან შესაძლო კავშირის გამო, თუმცა გადაწყვეტილება შეიცვალა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა სანქციების შესრულების შესახებ ვალდებულებები აიღეს.
წერილში ასევე, ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი მიესალმა საქართველოს განცხადებას, რომ ქვეყნის პორტებში ევროკავშირის მიერ სანქცირებულ გემებს არ დაუშვებენ და მათ მომსახურებასაც არ გაუწევენ. ასევე, აღინიშნა, რომ კომპანია SOCAR-ი ევროკავშირის სანქციებს მკაცრად დაიცავს, მათ შორის – რუსულ ნავთობთან დაკავშირებულ შეზღუდვებს.
ევროკავშირი კვლავ გააგრძელებს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ მონიტორინგს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მიერ სანქციების გვერდის ავლის პრევენციის ვალდებულება მომავალშიც ყურადღებით იქნება დაკვირვების ქვეშ.

  • No Comments
  • მარტი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *