
ევროპაში შიშობენ, რომ აშშ-ის მიერ ირანზე დარტყმამ, შესაძლოა, ტერორისტული თავდასხმების ტალღა გამოიწვიოს
დიდმა ბრიტანეთმა და ევროპის ქვეყნებმა დონალდ ტრამპი გააფრთხილეს, რომ ირანზე აშშ-ის ნებისმიერმა თავდასხმამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას დასავლეთს, – ინფორმაციას ერთ-ერთი მედია ავრცელებს.
დიპლომატიურმა წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ვაშინგტონს ასევე ეცნობა, რომ სამხედრო ჩარევამ, შესაძლოა, მთელ ევროპაში ტერორისტული თავდასხმების ტალღა გამოიწვიოს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ეს არგუმენტები გაითვალისწინოს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ის წარსულში თავად იყო ირანის ხელისუფლების მიერ დაქირავებული მკვლელობის გეგმის სამიზნე.
ცნობისთვის, დღეს გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – დევიდ ლემი, იოჰან ვადეფული და ჟან-ნოელ ბარო ჟენევაში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის შეხვდებიან.