19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
ევროპის მოედანზე ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყო
By

ევროპის მოედანზე ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყო

მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –

ბათუმში, ევროპის მოედანზე, მთავარი საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყო. ნაძვის ხეში, რომელსაც ევროპის მოედანზე მეორე წელია დგამენ, შარშან ქალაქის ბიუჯეტიდან მილიონამდე ლარი გადაიხადეს. ხელშეკრულება შპს „აჭარგანათებასთან“ არის გაფორმებული. პარალელურად დაწყებულია ქალაქის გაფორმებაც. როგორც შპს „აჭარგანათების“ დორექტორმა ნიკოლოზ თოფურიძემ გვითხრა, წელს ნაძვის ხეს ახალი ტოტები და სათამაშოები დაემატება.
– ნაძვის ხე ცოტა მეჩხერი იყო, ამიტომ ტოტების დამატება გადავწყვიტეთ. ჩვენი კომპანიისგან საჩუქრად ნაძვის ხეს დამატებით 100 ტოტი, ასევე, ახალი სათამაშოებიც დაემატება, – გვითხრა ნიკოლოზ თოფურიძემ.
წელს ახალი სადღესასწაულო ილუმინაციები და აქსესუარები დამონტაჟდება. ამ ეტაპზე, საახალწლო განათებები მხოლოდ სატესტო რეჟიმში ირთვება.
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე 25 დეკემბერს საზეიმოდ აინთება.

  • No Comments
  • დეკემბერი 20, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *