„ევროპის სახალხო პარტია“ – ქართველ ხალხს ევროპასთან ინტეგრაცია სურთ და არა იზოლაცია
By

„ევროპის სახალხო პარტია“ – ქართველ ხალხს ევროპასთან ინტეგრაცია სურთ და არა იზოლაცია

„ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP), საქართველოში მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და ევროკავშირს მოუწოდა, „სანქციები დააწესონ მათ წინააღმდეგ, ვინც „საქართველოში კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს ძირს უთხრის“.

„მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი საკუთარი თავისუფლებებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას განაგრძობს, ოლიგარქი ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“, 4 ოქტომბერს, კიდევ ერთი ყალბი არჩევნები ჩაატარა, რომელზეც საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი აქტივობა იყო და რომელსაც მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიებისა და ძალადობის ფონზე ბოიკოტი გამოუცხადეს. ბოლოდროინდელი დაკავებები და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან დევნის მუქარა მიზნად ისახავს ადამიანების პროტესტის უფლების შეზღუდვას, პროდასავლური ოპოზიციის გაქრობასა და საზოგადოებაში ტოტალური შიშის აღძვრას. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, ძალადობა და რეპრესიები შეწყვიტოს და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს პატივი სცეს. მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზანმიმართული სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და მისი ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრაში თანამონაწილეები არიან. ქართველი ხალხი დემოკრატიას იმსახურებს და არა ავტოკრატიას – მათ ევროპასთან ინტეგრაცია სურთ და არა იზოლაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

  • No Comments
  • ოქტომბერი 8, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *