ევროპის ქვეყნების სამეულში – კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით
By

ევროპის ქვეყნების სამეულში – კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მიზანს მივაღწიოთ, რასაც ჰქვია ევროპის ქვეყნების სამეულში ადგილის დაკავება კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ეს არის ამბიციური, მაგრამ რეალისტური ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა:

„კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რომ პრივატიზაციის ნაწილში პრაქტიკა მთლიანად შევცვალეთ. ყველაფერი გამოდის აუქციონზე იმისათვის, რომ მაქსიმალური სარგებელი ნახოს სახელმწიფომ და ბიუჯეტმა. ნებისმიერი პრივატიზაციიდან, კადრების ოპტიმიზაციის მიმართულებით ათეულობით მილიონი ლარი დაიზოგა წლიურ ჭრილში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით სახელმწიფო საწარმოებში ხარჯების ოპტიმიზაციის მიმართულებით გაკეთდა ძალიან ბევრი რამ და დაახლოებით 700 მლნ არის დანაზოგი ამ ოპტიმიზაციის შედეგად. რა თქმა უნდა, მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით, ჩვენი ამბიციური მიზნის მისაღწევად, რასაც ჰქვია ევროპის ქვეყნის სამეულში ადგილის დაკავება კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ვფიქრობ, ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა პრემიერმა.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 31, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *