ეკომიგრანტებს საკუთრება დაურეგისტრირდათ
By

ეკომიგრანტებს საკუთრება დაურეგისტრირდათ

ბათუმის იუსტიციის სახლში, ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საკუთრების რეგისტრაციის პროცედურა გაიმართა. ოჯახებს ახალი საცხოვრისი სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის უფროსმა დალი ქიქავამ მიულოცა.

2025 წელს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამაში განხორციელებული ცვლილებით, ეკომიგრანტი ოჯახების ნაწილმა საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ააშენა.

ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე არჩევენ. პროგრამის ფარგლებში, ჯამში უსაფრთხო საცხოვრისი 170-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა.

  • No Comments
  • დეკემბერი 11, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *