
By
ელისო ბოლქვაძემ საქართველოს მწერალთა სახლის თავმჯდომარეს უმასპინძლა
აჭარის კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ საქართველოს მწერალთა სახლის თავმჯდომარე ქეთევან დუმბაძეს უმასპინძლა.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მწერალთა სახლთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი შემოქმედებითი პროექტების განხორციელების პერსპექტივები.
საუბარი შეეხო აჭარის მწერალთა სახლის როლს რეგიონში ადგილობრივი ავტორების მხარდაჭერისა და შემოქმედებითი სივრცეების გაძლიერების მიმართულებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეები და საქართველოს მწერალთა სახლის თანამშრომლები.
გალერეა
