By
ელისო ბოლქვაძე სომხეთის გენერალურ კონსულს ბათუმში ნარინე მათოსიანს შეხვდა
აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა სომხეთის გენერალურ კონსულთან ქალაქ ბათუმში ნარინე მათოსიანთან.
შეხვედრაზე განიხილეს 2026 წელს სომხეთში დაგეგმილი აჭარის კულტურის დღეების გამართვასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები.
მინისტრის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კულტურული კავშირების გაძლიერებას და საქართველოს ეროვნული კულტურის უნიკალურობის წარმოჩენას.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის მოადგილეები ბადრი ნაკაშიძე და ირმა აბულაძე.