ელისო ბოლქვაძე სომხეთის გენერალურ კონსულს შეხვდა
By

ელისო ბოლქვაძე სომხეთის გენერალურ კონსულს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა ქალაქ ბათუმში სომხეთის გენერალურ კონსულთან ნარინე მატოსიანთან.
შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, ასევე, მიმდინარე წლის მარტში, ერევანსა და ვანაძორში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები.
ელისო ბოლქვაძის განცხადებით, მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ასევე, ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას შორის არსებული კავშირების განმტკიცებას.

 

  • No Comments
  • იანვარი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *