„ერთი გული – პალესტინისთვის“
მანანა ტაკიძე 27 48 93 –
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეუღლე ემინე ერდოღანმა 15 ნოემბერს, სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლის პრეზიდენტის სამუშაო ოფისში, სამიტს უმასპინძლა თემაზე „ერთი გული – პალესტინისთვის“, რომელსაც 14 ქვეყნის პრეზიდენტებისა და მთავრობის მეთაურების მეუღლეები და სპეციალური წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პირველმა ლედიმ დამსწრეთ სიტყვით მიმართა. საინფორმაციო საშუალებების „ტრტ“-სა და სააგენტო „ანადოლუს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ემინე ერდოღანმა პრეზიდენტებისა და მთავრობის მეთაურების მეუღლეები მიიწვია, რათა ისინი „ღაზასთვის ხმა გამხდარიყვნენ“.
„მე ვიწვევ სახელმწიფოს მეთაურების მეუღლეებს, რათა გახდნენ ღაზაში მოკლულთა ხმა, გახდნენ მათი ხმა, ვის ხმასაც ახშობენ და ვისი გაჩუმებაც სურთ, სანამ მასობრივი ხოცვა გრძელდება. ღაზისა და საერთაშორისო პრესის წარმომადგენლებო, ჯანდაცვის მუშაკებო, როცა საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც მათ დაცვაზეა პასუხისმგებელი, წარუმატებელია, სანამ ცეცხლის შეწყვეტა არ გამოცხადდება, სადაც არ უნდა ვიყოთ, რაც ხელთ გაგვაჩნია, ყოველგვარი საშუალებით, მოდით, გავუფრთხილდეთ იმათ, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად კაცობრიობის დაცვის სადარაჯოზე იმყოფება. ახალ, საჯარო სივრცედ გადაქცეულ სოციალურ მედიაში ყველამ ერთად, მორიგეობით გავაგრძელოთ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის, მშვიდობისა და ჰუმანიტარული დახმარებისკენ მოწოდება. ცალ-ცალკე ყველას – ძლიერი, ერთად კი კიდევ უფრო ძლიერი ხმა გვაქვს. მათთვის და მსოფლიოსთვის, დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გავერთიანდეთ. მოდით, ვაქციოთ ეს შეხვედრა პალესტინაში მშვიდობის ინიციატივად სიტყვებიდან მოქმედებაზე გადასვლით“, – აღნიშნა თურქეთის პირველმა ლედიმ.