18 C ბათუმი
Thursday 19th June 2025
ერთობლივი კულტურული პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე იმსჯელეს
By

ერთობლივი კულტურული პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე იმსჯელეს

აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იშიძუკა ჰიდეკის, მსოფლიოში ცნობილ იაპონელ პიანისტთან, მაესტრო ტოშიკი უსუისთან ერთად უმასპინძლა.

მხარეებმა პარტნიორული კავშირების გაღრმავების მნიშვნელობასა და ერთობლივი კულტურული პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე იმსჯელეს, ყურადღება გაამახვილეს აჭარაში სახელოვნებო დარგის განვითარების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პოპულარიზაციის საკითხებზე.

ელჩი აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმსაც ეწვია. დაათვალიერა საგამოფენო სივრცეები, გაეცნო მუზეუმში დაცულ ისტორიულ-არქეოლოგიურ ნივთებს და ხელოვნების სხვა ნიმუშებს, მოინახულა სპეციალურად სტუმრის პატივსაცემად მოწყობილი საგამოფენო კუთხე, სადაც იაპონური ტრადიციული სამოსი და საბრძოლო ნივთები იყო წარმოდგენილი.
აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილესთან ირმა აბულაძესთან და აჭარის მუზეუმის დირექტორთან თეონა ზოიძესთან, ელჩმა ისაუბრა კულტურული პროექტების განხორციელებისა და მუზეუმებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

 

  • No Comments
  • ივნისი 19, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *