
ერთობლივი კულტურული ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობებზე ისაუბრეს
აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ რეპეტიციას დაესწრო. მინისტრმა ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელ მიშო ჯავახიშვილთან ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში 25 სექტემბერს დაგეგმილ საიუბილეო კონცერტის დეტალებზე ისაუბრა, განიხილეს ანსამბლის სამომავლო გეგმები, ყურადღება გაამახვილეს ერთობლივი კულტურული ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობებზე.
ცნობისთვის, ღონისძიების ფარგლებში, ფოლკლორისტისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ანზორ ერქომაიშვილის რედაქტორობით გამოცემული უნიკალური ნაშრომის „საქართველო – ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია“ პრეზენტაცია გაიმართება.
სამტომეული ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრისა და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ურთიერთთანამშრომლობით გამოიცა.
გალერეა
