ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს
By

ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ პოლონეთის დელეგაციას უმასპინძლა.

დელეგაციის შემადგენლობაში ქვემო სილეზიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, სამედიცინო სფეროს, თშებნიცის ოლქის და მერიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, სტუმრებს მადლობა გადაუხადა ქვემო სილეზიასა და აჭარას შორის მეგობრული ურთიერთობის, გაცვლითი ვიზიტების ფარგლებში გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობისთვის.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თანამედროვე მედიცინის გამოწვევებზე, დანერგილ სიახლეებზე, პოლონეთსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ჯანმრთელობის დაცვის სისტემაზე.

დელეგაციას ქვემო სილეზიის ვიცე-მარშალი ნატალია გოლაბი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.

 

  • No Comments
  • ივლისი 22, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *