ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე ისაუბრეს
By

ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე ისაუბრეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე  მხარეებმა კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები, ერთობლივი ღონისძიებებისა და გაცვლითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.

საუბარი შეეხო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებს, ასევე, ამ მიმართულებით ეროვნული კადრების ჩამოყალიბებაში იტალიელი სპეციალისტების გამოცდილების გაზიარებას.

ელისო ბოლქვაძის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის გაღრმავება ხელს შეუწყობს საქართველოსა და იტალიის კულტურის პოპულარიზაცია, ასევე, აჭარის რეგიონის პოზიციონირებას საერთაშორისო არენაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის მოადგილეები ვლადიმერ მგალობლიშვილი, ბადრი ნაკაშიძე, ირმა აბულაძე და ზაურ ახვლედიანი.

  • No Comments
  • ნოემბერი 27, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *