
By
ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს
აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ აზერბაიჯანის გენერალურ კონსულთან ქალაქ ბათუმში ფუად აზიზოვთან შეხვედრა გამართა.
საკონსულოში გამართულ შეხვედრაზე კულტურის მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს. ყურადღება გაამახვილეს მომავალ წელს აზერბაიჯანში ქართული კლასიკური მუსიკის გალა კონცერტის ორგანიზებისა და გამართვის საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის განმტკიცებას.
შეხვედრას კულტურის მინისტრის მოადგილეები – ვლადიმერ მგალობლიშვილი, ბადრი ნაკაშიძე და ირმა აბულაძე, ასევე, აზერბაიჯანის კონსული ბათუმში რუსტამ ზარბალიევი ესწრებოდნენ.