
ერთჯერადი სტიპენდიები გაიცემა
ქედის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებული აკადემიური მოსწრების სტუდენტებზე ერთჯერადი სტიპენდიის გაცემას იწყებს. სტუდენტს, რომელიც სწავლობს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორანტი, ორდინატურა, რეზიდენტურა) და აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება (91-დან 100 ქულის ჩათვლით), წლის განმავლობაში ორჯერ (პირველი და მეორე სემესტრი), წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, დაერიცხება სტიპენდია ერთჯერადად, 500 ლარის რაოდენობით.
2024-2025 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შედეგის მონაცემებით, სტუდენტებმა დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში 2025 წლის პირველ ოქტომბრამდე. ეს დოკუმენტებია: განცხადება მერის სახელზე; საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ცნობა სასწავლებლიდან მაღალი აკადემიური მოსწრების შესახებ; საინფორმაციო ბარათი იუსტიციის სახლიდან (სტუდენტი უნდა იყოს რეგისტრირებული ქედის მუნიციპალიტეტში); სტუდენტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი ბეჭდით დამოწმებული; ცნობა სკოლიდან, რომლითაც დასტურდება, რომ მოსწავლე ბოლო ორი წელი სწავლობდა ქედის მუნიციპალიტეტში არსებულ საჯარო სკოლაში.
თამაზ მგზავრიძე