
By
ექთანი-მთაში
ნინო ბიბინეიშვილი შუახევის მუნიციპალიტეტის ხაბელაშვილების თემის სამედიცინო პუნქტის ექთანია, იგი წლების განმავლობაში მინდობილ საქმეს გულისხმიერებითა და მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება. გაწეული შრომა კიდეც უფასდება. ნინო შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ წლის საუკეთესო მუშაკად დაასახელა,
ნინო მთაში გასული მემთეურებისა და ბავშვების დაცვაზეც ზრუნავს, ჭვანის ხეობის სხვა ექთნებთან ერთად, წელსაც რამდენიმე დღით თაგინურზე იმყოფებოდა, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ მემთეურსა და მთაში დასასვენებლად მყოფ ადამიანს დახმარება გაუწია. ორჯერ, მძიმე პაციენტი ბათუმის საავადმყოფოში ჩააცილა.
– მთის კლიმატი ბევრი ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. ჩემი ვალია, მათ პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გავუწიო,- გვითხრა ნინო ბიბინეიშვილმა.
თამაზ მგზავრიძე