ექსპორტი 19%-ით გაიზარდა
By

ექსპორტი 19%-ით გაიზარდა

2026 წლის იანვარში ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19%-ით გაიზარდა და 480.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

რაც შეეხება იმპორტს, უწყების ცნობით, მისი მოცულობა იანვარში 34.5%-ით შემცირდა და 1,117.0 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

„ამავე პერიოდში, გასულ წელთან შედარებით, 664 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა სავაჭრო დეფიციტი და 636.6 მლნ აშშ დოლარი დაფიქსირდა, წინა წლის ერთჯერადი იმპორტის ეფექტის გამორიცხვით კი სავაჭრო დეფიციტი გაუმჯობესებულია 149 მლნ აშშ დოლარით.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს, ექსპორტისა და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა, გასულ  წელს ექსპორტი 11.2 პროცენტით გაიზარდა და 7.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 10.3 პროცენტით გაიზარდა და 25.9 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • თებერვალი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *