ექსტენციის მიწოდება
By

 ექსტენციის მიწოდება

კურორტ ბახმაროს შემოგარენსა და მიმდებარე იალაღებზე (შედრეკილი, ყავრიანი, კატრიანი, კერჩხიანი და გრძელგორი) ზაფხულს მეტწილად, შუახეველი მეცხოველეები ატარებენ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, მოიალაღეებს მიეწოდათ ექსტენცია ცხოველთა ჯანმრთელობის, ინფექციური და ინვაზიური დაავადებების, ვაქცინაციისა და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის მნიშვნელობის შესახებ.
მთაში მრავალ ფერმერს კარტოფილისა და სხვა ბოსტნეულის ეკოლოგიურად საღი მოსავალი მოჰყავს. მათ, მემცენარეობის კუთხით, ერთწლოვანი ნათესი კულტურებისთვის აგროტექნიკური ღონისძიებების შესახებ რეკომენდციები გაეწიათ.
საზაფხულო იალაღებზე ვიზიტისას, ექსტენცია 44 მოიალაღე ფერმერზეა გაწეული, მათ, ასევე, გადაეცათ საინფორმაციო ბროშურები და ტრიპლეტები.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • აგვისტო 11, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *