„ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანია დასრულდა
By

„ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანია დასრულდა

ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, გასული ერთი თვის განმავლობაში აჭარაში გაიმართა არაერთი საინფორმაციო შეხვედრა და შემეცნებითი აქტივობა. კამპანიის ფარგლებში გავრცელდა საინფორმაციო მასალები, დაიგეგმა და განხორციელდა სკრინინგის აქციები, ხოლო მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის მეტი ჩართულობისთვის განთავსდა მამომობილები.

ოქტომბრის თვეში ძუძუს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში, ჯამში, 1000-მდე ქალი ჩაერთო. კამპანიის მთავარი მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაავადების დროული დიაგნოსტიკის ხელშეწყობა.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სკრინინგი მთელი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომია. საქართველოში მოქმედებს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოზე უფასო გამოკვლევებს.

ბათუმში გამოკვლევების ჩასატარებლად მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ: ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალს (BAU), ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს და მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ „მედცენტრს“.

„ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის განხორციელებას ორგანიზებას უწევდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და „ქართული ოცნების“ აჭარის ქალთა ორგანიზაცია.

  • No Comments
  • ოქტომბერი 31, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *