ვაშინგტონში ტრამპის, ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა გაიმართება
By

ვაშინგტონში ტრამპის, ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა გაიმართება

სომხეთის მთავრობამ მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვაშინგტონში გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრა, დაადასტურა. სომხეთის მთავრობის ტელეგრამ-არხზე 6 აგვისტოს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, 7-8 აგვისტოს შედგება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში. სომხეთის მთავრობის ინფორმაციის თანახმად, ნიკოლ ფაშინიანი დონალდ ტრამპს შეხვდება შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიზნით.
მათივე ცნობით, ვაშინგტონში გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის სამმხრივი შეხვედრაც, რომელიც მიმართულია რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისკენ.

  • No Comments
  • აგვისტო 6, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *