ვიდრე ზარი დაირეკებოდეს
By

ვიდრე ზარი დაირეკებოდეს

2025-2026 სასწავლო წლის დაწყებამდე დღეები რჩება. აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე შუახევის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა და სკოლების შენობების მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.

ფურტიოს საჯარო სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. საქვაბის შენობა აიგო, ცენტრალური გათბობის სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ფასადი მაღალი ხარისხის ფილებით შეიფუთა.

ელვაურის სკოლა-ფილიალის კორპუსში. სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია.

ნენიის საჯარო სკოლის შენობაზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს პანდუსის მოწყობა, გარე კიბეების, ფასადისა და ცენტრალური გათბობის სისტემის რეაბილიტაცია.

ჟანივრის საჯარო სკოლის შენობა ფასადის ფილებით შეიფუთა.

ხიჭაურის საჯარო სკოლის შენობაში სპორტული დარბაზი შეაკეთეს და დამატებითი საკლასო ოთახების მოაწყვეს.

ბარათაულის საჯარო სკოლის შენობაში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა.

ცოტნე ცაბაძე

 

  • No Comments
  • სექტემბერი 11, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *