
ვიზიტი დასრულდა
ქართული დელეგაციის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ინეგოლში დასრულდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები: მინდია დიასამიძე, ფრიდონ ფუტკარაძე, ვახტანგ ბერიძე, მამუკა თურმანიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ედნარ კეჟერაძე, აჭარის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები მადონა თევზაძე, ლიკა დიასამიძე. ისინი თურქეთში საქართველოს ელჩთან ერთად, ინეგოლის „კავკასიური და ქართული კულტურის ცენტრში“ ეთნიკურ ქართველებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს თურქეთშიქართული კულტურის პოპულარიზაციასა და განვითარებაზე.
– ინეგოლის ქართული კულტურის ცენტრი ერთ-ერთი პირველი ქართული გაერთიანებაა, რომელიც თურქეთში ეთნიკურმა ქართველებმა შექმნეს. მოგვიანებით, ქართული დელეგაციის წევრები, ქართული სათვისტომოსწარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ჰაირიეში, გულანთებული ქართველის, ისტორიულ სამშობლოზეუზომოდ შეყვარებული პიროვნების, თურქეთში ქართული ფესვების მასაზრდოებლისაჰმედ ოზქან მელაშვილის საფლავზე მივედით დაგვირგვინით შევამკეთ. მარმარას რეგიონში ქართული ფოლკლორის შენარჩუნება სწორედ მელაშვილის სახელს უკავშირდება, – გვითხრა ანზორ ბოლქვაძემ.
ცოტნე ცაბაძე
გალერეა

