
„ვიზრუნებთ, რომ სოფელში ცხოვრებისთვის უკეთესი გარემო შევქმნათ“
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ომარ ტაკიძე, ამავე პილიტიკური პარტიის პროპორციული სიის სათავეში მყოფი, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იაგო დავითაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზამლეთის თემში გოჩა მიქელაძე სოფელ ნიგაზეულის მოსახლეობას შეხვდნენ.
ეროვნული გმირის სელიმ ხიმშიაშვილის მშობლიური სოფლის მკვიდრებს სათქმელი და საამაყო მრავლად აქვთ. სოფლის სახეა თანამედროვე სტანდარტების სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობები, დასრულდა სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა. ყველა უბანში ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზაა, სოფელს 23 კილომეტრიდან ლითონის მილებით გამოყვანილი წყალსადენი ემსახურება, მომზადებულია პროექტი ხიმშიაშვილების საგვარეულო ციხე-სიმაგრის რესტავრაცია-კონსერვაციისთვის, მოეწყო გარე განათება მეტი დატვირთვა მიიღო საერო და საღვთო დღესასწაულებმა. ყოველივე ეს „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში გაკეთდა და კეთდება.
მერობისა და დეპუტატობის კანდიდატებმა სოფელ ნიგაზეულის მოსახლეობასთან შეხვედრისას სოფელში არსებულ გამოწვევებზე, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
– მხარდაჭერისა და თანამდებობეზე არჩევის შემთხვევაში, თითოეულ ამომრჩეველს გვერდით დავუდგებით, ვიზრუნებთ, რომ სოფელში ცხოვრებისთვის უკეთესი გარემო შევქმნათ, – თქვა ომარ ტაკიძემ.
ცოტნე ცაბაძე
გალერეა
