ვინ სარგებლობს ID ბარათის გაცემის შეღავათებით?
By

ვინ სარგებლობს ID ბარათის გაცემის შეღავათებით?

გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის ID ბარათის შეღავათიან ფასად გაცემის აქცია გრძელდება. როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აქცია 19 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სააგენტომ გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე (ID ბარათი) შეღავათიან ფასად გაცემის აქცია მიმდინარე წლის 11 აგვისტოდან დაიწყო. მათი განმარტებით, აქციის მიზანი მოქალაქეების ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფა და საარჩევნო სიების სრულყოფაა. აქციის ფარგლებში პირადობის ელექტრონულ მოწმობას ნახევარ ფასად მიიღებენ: სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებიც პირველად იღებენ ID ბარათს. სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ ID ბარათი და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს. მოქალაქეებს, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ ID ბარათი და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს; მოქალაქეებს, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მათზე გაცემული არ არის ID ბარათი. აქციის ფარგლებში, პირადობის ელექტრონული მოწმობა მე-10 სამუშაო დღეს გაიცემა ნახევარ ფასად, ხოლო დოკუმენტისთვის საჭირო ფოტოსურათი უფასო იქნება.

  • No Comments
  • სექტემბერი 9, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *