ვიქტორ ორბანი – ღია მუქარა უშედეგოდ არ ჩაივლის
By

ვიქტორ ორბანი – ღია მუქარა უშედეგოდ არ ჩაივლის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთის მისამართით ვოლოდიმირ ზელენსკის „ღია მუქარა“ უშედეგოდ არ ჩაივლის. მისივე თქმით, უკრაინა ევროკავშირში წევრობას შანტაჟის, აფეთქებების და მუქარის გზით ვერ უზრუნველყოფს.

„ზელენსკი ღიად ემუქრება უნგრეთს. მან აღიარა, რომ უკრაინა ახორციელებს დარტყმებს ნავთობსადენ „დრუჟბაზე“, რადგან ჩვენ არ ვუჭერთ მხარს მათ გაწევრიანებას ევროკავშირში. ეს კიდევ ერთხელ არის მტკიცებულება, რომ უნგრელებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.

როგორ ცნობილია, გასულ კვირას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე დარტყმა მიიტანეს ნავთობსადენ „დრუჟბაზე“, რომლითაც რუსულ ნავთობს უნგრეთი და სლოვაკეთი იღებენ. დარტყმების შედეგად ამ ქვეყნებში ნავთობის მიწოდება დროებით შეწყდა. 24 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტს დაუსვეს კითხვა, ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ მიტანილმა იერიშებმა გაზარდა თუ არა შანსი, უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე ვეტოს მოხსნის, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა: „ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს მეგობრობას უკრაინასა და უნგრეთს შორის და ახლა ამ „დრუჟბის“ (მეგობრობის) არსებობა დამოკიდებულია უნგრეთზე“. ზელენსკის ამ განცხადებას ბუდაპეშტში ღია მუქარა და უნგრეთის სუვერენიტეტზე თავდასხმა უწოდეს.

  • No Comments
  • აგვისტო 26, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *