
By
ვოლოდიმირ ზელენსკი – ამ ტერორის წინააღმდეგ ჩვენი თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ
„რუსეთი თავის სტრატეგიას არ ცვლის და ამ ტერორის წინააღმდეგ ჩვენი თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ“, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ვინიცაზე, დნიპროზე, ხარკოვსა და ოდესაზე განხორციელებულ საჰაერო იერიშებს.
„რუსების სამიზნე ენერგო ინფრასტრუქტურა იყო. ელექტროენერგიის აღსადგენად კრივი-რიჰში სამუშაოები მიმდინარეობს. სამწუხაროდ, 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი ბავშვი“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 200-მდე დრონი ჩამოაგდო. „ჩვენი თავდაცვა სისტემატურად უნდა გავაძლიეროთ: მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემითა და დრონით, რათა რუსეთმა ჩვენი პასუხი იგრძნოს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.