ვოლოდიმირ ზელენსკი – დარწმუნებულები ვართ, რომ ომი დასრულდება
By

ვოლოდიმირ ზელენსკი – დარწმუნებულები ვართ, რომ ომი დასრულდება

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, სადაც იგი აშშ-ის პრეზიდენტსა და ევროპელ ლიდერებს შეხვდა, განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია რეალური მშვიდობა, რომლის დაცვაც უსაფრთხოების გარანტიებით იქნება შესაძლებელი
„დარწმუნებულები ვართ, რომ ომი დასრულდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს საბრძოლო მოქმედებებს შორის პაუზა, არამედ იყოს რეალური მშვიდობა, რომლის დაცვაც უსაფრთხოების გარანტიებით იქნება შესაძლებელი. უსაფრთხოების გარანტიები ომის დასრულების დასაწყისის მთავარი საკითხია. შეერთებული შტატები ნათელ სიგნალს აგზავნის, რომ ამას კოორდინაციას გაუწევს და დაეხმარება, ასევე მონაწილეობას მიიღებს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიაში. არსებობს პოლიტიკური ნება და პოლიტიკური გადაწყვეტილებები“, – თქვა ზელენსკიმ.
რაც შეეხება პუტინთან შეხვედრას, უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდება და იგი მზადაა პუტინთან შეხვედრისთვის.

„უკრაინა არასდროს შეჩერდება მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე და ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ფორმატის შეხვედრისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

  • No Comments
  • აგვისტო 19, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *